ლევან ყიფიანის ჩვენების თანახმად, 21-22 აპრილს „თიბისი ბანკიდან“ თანხის წასაღებად ბანკში იმყოფებოდა ოქუაშვილის გამოგზავნილი ხალხი და ფული მისი მითითებისამებრ უნდა წაეღოთ

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად იხსენებს 2016 წლის 21-22 აპრილს „თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის პერიოდს, თუმცა, ვერ იხსენებს, კონკრეტულად ვინ წაიღო ეს თანხა.

როგორც ყიფიანი ამბობს, აღნიშნული პირები იყვნენ ზაზა ოქუაშვილის მიერ გამოგზავნილი ხალხი და ფული ოქუაშვილის მითითებისამებრ უნდა წაეღოთ. „როგორც მოგახსენეთ, 21 აპრილს ჩვენ ბანკში მივედით 17:30 საათისთვის და ბანკი დავტოვეთ დაახლოებით 20:00 საათისთვის, ხოლო მეორე დღეს, 22 აპრილს შუადღისით, ალბათ, 12-13 საათისთვის. მე ნამდვილად არ მახსოვს იმ პირის აღწერილობა, ვინც წაიღო თანხა, რადგან ვიცოდი, რომ აღნიშნული პირები იყვნენ ზაზას მიერ გამოგზავნილი ხალხი და ზაზას მითითებისამებრ უნდა წაეღოთ თანხა. შესაბამისად, საჭიროება, რომ მე გამეცნო ეს ხალხი ან/და დამემახსოვრებინა ისინი, არ ყოფილა და მათთან მე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ვნახე მედიაში გავრცელებული ფოტო, თუმცა ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ მანქანასთან მდგომი პირი ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა 21-22 აპრილს ბანკთან და უშუალოდ მან წაღო თუ არა თანხა“, - აღნიშნავს ყიფიანი ჩვენებაში.

გამომძიებლის კითხვაზე: თანხის პირველად გატანისას ხომ არ მოგისმენიათ ბანკის თანამშრომლების მხრიდან უარი ან ხომ არ დაუსახელებიათ რამე ბარიერი, რის გამოც თანხას არ გაგატანდნენ? ყიფიანი პასუხობს: „ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან უარი არ თქმულა, მათ უბრალოდ ითხოვეს დრო, რომ ენახათ სალაროში, გააჩნდათ თუ არა 1 800 000 აშშ დოლარის ნაღდი ფული. აღმოჩნდა, რომ პირველ დღეს შეეძლოთ მხოლოდ 1 მილიონის გადმოცემა, ხოლო მეორე დღეს დარჩენილი ნაწილის, რაზეც ჩვენ განვუცხადეთ თანხმობა. სხვა რამე პრობლემა ბანკის მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა“, - აღნიშნავს ლევან ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა