გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

გურჯაანში 13 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ღვინის ფესტივალი 2018 წელს მეორედ იმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 50-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინოები, ჭაჭა და სხვა სასმელები, ტრადიციულ კერძებთან ერთად.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ: დაათვალიერონ გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურის, ველისციხის რეაბილიტაციის, ახალი ტურისტული ცენტრი-ქალაქის მშენებლობისა და ახალი ღვინის მარნების გამოფენა; დააგემოვნონ საუკეთესო კახური და ევროპული ღვინო და შეიძინონ ისინი ხელმისაწვდომ ფასად; მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში; დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები; მოისმინონ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი, სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები და იხილონ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები; მონაწილეობა მიიღონ სახალისო შეჯიბრებებსა და გათამაშებაში და მოიგონ სპეციალურად გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიერ დაწესებული საჩუქრები; გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის ფარგლებში, გახდნენ საუკეთესო ღვინოების გამოვლენისა და დაჯილდოების თანამონაწილეები; მონაწილეობა მიიღონ ყურძნის დაწურვასა და თათარას მომზადებაში.

ფესტივალს ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი დაასრულებს.

დღის ბოლოს, 19:00 საათზე კი გაიმართება ფილმის ჩვენება: „საქართველო - ღვინის სამშობლო“.

ცნობისთვის, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი გენერალური სპონსორია სს "m² უძრავი ქონება“, ხოლო მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის