ტელეკომპანია „იბერიაში“ ზაზა ოქუაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „სკაიპკონფერენცია“ დასრულდა

ტელეკომპანია „იბერიაში“ შეხვედრა, სადაც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების კითხვებს „სკაიპის“ საშუალებით პასუხობდა, დასრულდა. როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შეხვედრაზე მათ ზაზა ოქუაშვილისგან ახალი დეტალები მოისმინეს და მისგან დაპირებაც მიიღეს, რომ ახალ ინფორმაციას მათ ოქუაშვილი წერილობითი სახით მიაწვდის. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რას შეეხებოდა დღეს შეხვედრაზე გაჟღერებული ახალი დეტალები.

„ჩემი ინტერესი იყო კავშირი ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეებს შორის. მე შეხვედრაზე სწორედ ამის შესახებ დავსვი კითხვა და ბატონი ზაზა ოქუაშვილის მხრიდან საკმაოდ საინტერესო ახალი დეტალები მოვისმინე. მე ვისურვებდი, რომ ბატონმა ზაზამ და ქალბატონმა ნატომ თავიანთ საუბრებში უფრო მეტი აქცენტები დასვან სწორედ „იბერიას“ თემაზე. როგორც ჩანს მთლად დაცილებული ეს თემები ერთმანეთისგან არ არის,“ - განაცხადა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დირექტორის მოადგილემ ხატია ჯინჯიხაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა