ლევან აღდგომელაშვილი - არტისტულ ნიჭზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ლევან ყიფიანი სინდის-ნამუსის დეფიციტს ნამდვილად განიცდის

არტისტულ ნიჭზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ლევან ყიფიანი სინდის-ნამუსის დეფიციტს ნამდვილად განიცდის, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების საპასუხოდ განაცხადა. აღდგომელაშვილის თქმით, „თიბისი ბანკიდან“ 4 მილიონი არა ოქუაშვილის დავალებით, არამედ ლევან ყიფიანის ზეწოლით გაიტანეს.

„ეს არის მონაბოდი. მას უთქვამს, რომ არტისტული ნიჭი არ ჰყოფნიდა და ბატონ ზაზას დაუწუნებია თურმე. არტისტულ ნიჭზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ სინდის-ნამუსის დეფიციტს ნამდვილად განიცდის ეს ადამიანი. ეს ჩანს მის საჯაროდ გაკეთებულ ბოლო განცხადებებშიც.

ის თანხა, ზაზა ოქუაშვილის დავალებით ნამდვილად არ გატანილა ბანკიდან. თანხა გამოვიდა ლევან ყიფიანის ზეწოლით და მისი ჩარევით. იქ ნომერზეცაა საუბარი, რომ იმ მანქანის ნომერი, სადაც თანხა ჩაიდო, ამჟამად მოქმედი არ არისო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის ნომერი შეიძლება მოქმედი არც იმ მომენტში იყო, რადგან როცა მანქანა შავ საქმეზე იგზავნება, ალბათ, სხვა ნომერს მიაწებებდნენ. მაგრამ ადამიანი, რომელიც ფოტოსურათში ჩანს, ის ადამიანიც არ არის მოქმედი ან მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდება? ვინ იყო ის ადამიანი, რომლის მანქანაშიც იდება ფულით სავსე ჩანთა. სამართალდამცველებს შეუძლიათ ამის იდენტიფიცირება მოახდინონ“, - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა