„ომეგა 2“-ის დირექტორი - თანხის გამოტანა ფაქტობრივად დახურულ ბანკში, არასამუშაო დროს მოხდა და ამ ყველაფერს ლევან ყიფიანი აგვარებდა

სანამ გაირკვეოდა, რომ თანხა უნდა გაცემულიყო და ხდებოდა კანონის დარღვევა, ხდებოდა გარკვევა, თუ ვის უნდა აეღო თავის თავზე, მაშინ ყიფიანს მოუწია 5-6 საათი ჩვენთან ერთად ყოფნა და ის „აგვარებდა“ ამ საქმეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კომპანია „ომეგა 2"-ის დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ განაცხადა. მისი თქმით, თანხის გამოტანა ფაქტობრივად დახურულ ბანკში, არასამუშაო დროს მოხდა და ამ ყველაფერს ლევან ყიფიანი აგვარებდა.

გადაცემაში საუბრისას ქურდაძე აღნიშნავს, რომ პირველ დღეს ლევან ყიფიანს მათთან ერთად ყოფნა ბანკის შენობაში 5-6 საათი მოუწია, ვინაიდან ირღვეოდა კანონი და თანხის გამოტანის პროცესი აირია.

„პირველ დღეს მივედით დაახლოებით 14:00 საათზე, მეორე დღეს, როდესაც თანხის ნაწილი გამოვიტანეთ, 781 000 დოლარი, 40 წუთში გამოვიტანეთ ის თანხა. პირველ დღეს, სანამ გაირკვეოდა, რომ თანხა უნდა გაცემულიყო და ხდებოდა კანონის დარღვევა, ხდებოდა გარკვევა, თუ ვის უნდა აეღო თავის თავზე, მაშინ ყიფიანს მოუწია 5-6 საათი ჩვენთან ერთად ყოფნა და ის „აგვარებდა“ ამ საქმეს, რეკავდა, ამბობდა, რომ ჩვენი წასვლა იქიდან არ შეიძლებოდა და როდესაც 18:00 საათი გახდა, ვუთხარით, რომ აღარაფერი მუშაობდა, აღარც სალარო, აღარც ოპერატორები და ვერავინ ვეღარ მოგვცემდა ფულს - არა მოიცადეთ! საბოლოოდ ეს ფული გაიცა ფიზიკური პირების მომსახურების სექციიდან, ფაქტიურად დახურულ ბანკში“, - განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ზუსტად 40 წუთში გამოვიტანეთ ის თანხა" - "ომეგა ჯგუფის" დირექტორი TBC ბანკიდან ფულის გამოტანის დეტალებზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო