გიორგი ქურდაძე - ლევან ყიფიანი ამბობდა, რომ 4 მილიონი უნდა მისულიყო ბიძინა ივანიშვილთან

„ომეგა 2"-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე, ლევან ყიფიანის ცემის ფაქტს ადასტურებს. როგორც ქურდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მან პირადად ნახა ნაცემი ყიფიანი და მისგან მოისმინა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ფარცხალაძემ განახორციელა. გადაცემაში საუბრისას ქურდაძემ აღნიშნა, რომ ყიფიანის ცემა 4 მილიონი ლარის მიტანის დაგვიანებას უკავშირდებოდა, ვინაიდან „ომეგას“ ხელმძღვანელობას თავიდან ამ თანხის გადახდა არ სურდა.

მისივე განცხადებით, ამის შემდეგ ყიფიანმა დაიწყო ზეწოლა, რომ მათ იმაზე უარესს უზამდნენ, თუ თანხას არ გამოიტანდნენ. ქურდაძე ყიფიანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა, ბიძინა ივანიშვილთან უნდა მიეტანათ.

„ლევან ყიფიანი ახდენდა ჩვენზე ზეწოლას, გვაშანტაჟებდა, რომ ის ფული აუცილებლად უნდა მიგვეტანა, რადგან ჩვენი უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული - თუ ეს არ იქნება, დაგემართებათ იმაზე უარესიო, რაც მე დამემართაო. ფიზიკური შეურაცხყოფა - როგორც თვითონ ამბობდა. პირადად ჩემთან აქვს მონაყოლი, ნათქვამი, ყველაფერი დეტალებში. ყვებოდა თუ როგორ მივიდა, სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს. იმ საღამოსაც იყო მოსული, პირადად დავინახე, რომ ის მართლა ნაცემი იყო. შუბლზე ჰქონდა დიდი წითელი ზოლი და სახეზეც ეტყობოდა ნაცემი რომ იყო. ის ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა. როგორც ჩანს, ფული არ მიჰქონდა თავის დროზე და მალე უნდა მიეტანა. ის ამბობდა, რომ ეს ფული უნდა მისულიყო ბიძინა ივანიშვილთან, ეს იყო მისი სიტყვები და არა ჩემი“, - განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

იხილეთ ვიდეო: ყიფიანს პირადად ჩემთან აქვს მოყოლილი, როგორ სცემეს... სახეზე ეტყობოდა, რომ ნაცემი იყო - "ომეგა 2"-ის დირექტორი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს