აუდიტის სამსახურმა რიგი საარჩევნო სუბიექტის შემომწირველებთან, მათ შორის იმ ექიმებთან დაკავშირებით, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს სოლიდური თანხები შესწირეს, სასამართლოს მიმართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რიგი საარჩევნო სუბიექტის შემომწირველებთან, მათ შორის იმ ექიმებთან დაკავშირებით, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს სოლიდური თანხები შესწირეს, სასამართლოს მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, უწყება სასამართლოსგან ითხოვს ნებართვას, მიიღოს წვდომა შემომწირველების დეკლარირებულ შემოსავლებზე.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 9 ოქტომბერს უკვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რათა მიიღოს წვდომა იმ შემომწირველთა დეკლარირებულ შემოსავლებზე, რომლებმაც 1-5 ოქტომბრის პერიოდში სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ შემოწირულებები განახორციელეს“, - განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

აუდიტორებს ლიდერი საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებულ ზოგიერთ შემოწირულებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. მათ შორისაა რამდენიმე ათეული ექიმი, რომელთაც სალომე ზურაბიშვილს მსხვილი თანხები შესწირეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა