გრიგოლ ვაშაძე - ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერია დასაჯერებელი გარდა იმ ჩანაწერებისა, რასაც „იბერიას" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ავრცელებს

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერია დასაჯერებელი გარდა იმ ჩანაწერებისა, რასაც "იბერიას" დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ავრცელებს“.

ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ შეკითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა მისთვის დამაჯერებელი ლევან ყიფიანის ჩვენება, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა.

„არ მომწონს შეკითხვა, თუ რამდენად დამაჯერებელი იყო ლევან ყიფიანის ჩვენება. ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერია დასაჯერებელი გარდა იმ ჩანაწერებისა, რასაც „იბერიას" დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ავრცელებს. ყველაფერი, რასაც ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება აკეთებს, კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოების რეაქციას, რადგაბ ბენზინით ხანძრის ჩაქრობა არ შეიძლება. როცა პარლამენტის თავმჯდომარეს ეკითხებიან „იბერიაზე" და ის ფაშისტებს ეძახის, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ოპოზიციას, იქამდე მივა "ომეგა" და "იბერია", რომ პარლამენტს და მის წევრებს ჩაარტყამს საზოგადოება თავში. ყველაზე კატასტროფა იყო, რომ ამ სერიალს ვუყურებთ სერიალის კანონებით, გრადუსი იწევს ყოველი ჩანაწერით", - განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს