გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება, სასრიალო არეალი კი იზრდება

გუდაურში 6 ახალი საბაგირო შენდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის რიგების გარეშე, ერთად მიღებას შეძლებს.

ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნეს, დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20% იზრდება.

„გუდაური 30-ე იუბილეს სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს. კურორტზე 6 ახალი საბაგირო შენდება და ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება ხდება. ახალი საბაგიროები მსოფლიოში საუკეთესო ფირმების “დოპელმაიერისა” და “პომას” იქნება. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის რიგების გარეშე, ერთად მიღებას შეძლებს. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20% იზრდება. კურორტზე ასევე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა“, - განაცხადეს სამინისტროში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს