სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ აუდიტის სამსახური სხვა საარჩევნო სუბიექტების შემომწირველების საკითხითაც ინტერესდება

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „მხოლოდ და მხოლოდ“ მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მის ზოგიერთ შემომწირველთან, მათ შორის ექიმებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ აუდიტის სამსახური სხვა საარჩევნო სუბიექტების შემომწირველების საკითხითაც ანალოგიურად ინტერესდება.

„ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური მიმართავს სასამართლოს. ეს უწყება მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს და მე როგორ უნდა ვთქვა რამე. ძალიან კარგი.

ძალიან ნორმალურია, რომ დაიწყო აუდიტის სამსახურმა და იმედი მაქვს, რომ იგივეს აკეთებს ჩემს კონკურენტებზე. აუდიტის სამსახური უნდა იყოს ჩართული, უნდა იყოს ზედამხედველი ამ კამპანიის და მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რიგი საარჩევნო სუბიექტის შემომწირველებთან, მათ შორის იმ ექიმებთან დაკავშირებით, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს სოლიდური თანხები შესწირეს, სასამართლოს მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, უწყება სასამართლოსგან ითხოვს ნებართვას, მიიღოს წვდომა შემომწირველების დეკლარირებულ შემოსავლებზე.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 9 ოქტომბერს უკვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რათა მიიღოს წვდომა იმ შემომწირველთა დეკლარირებულ შემოსავლებზე, რომლებმაც 1-5 ოქტომბრის პერიოდში სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ შემოწირულებები განახორციელეს“, - განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

აუდიტორებს ლიდერი საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებულ ზოგიერთ შემოწირულებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. მათ შორისაა რამდენიმე ათეული ექიმი, რომელთაც სალომე ზურაბიშვილს მსხვილი თანხები შესწირეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა