ქუთაისის მერია - ქუთაისში ბოლო 9 თვის განმავლობაში 18 ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ქუთაისში ბოლო 9 თვის განმავლობაში 18 ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მათ შორის ისეთ ქუჩებისა და ჩიხების რომელთა რეაბილიტაცია ათეული წლებია არ მომხდარა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, უკვე დასრულდა ბელიაშვილის და ვალერიან გუნიას ქუჩების ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დასრულდა ტყიბულის მე-2, მე-3 შესახვევის, დ. თავდადებულის მე-2 შესახვევის და თომაშვილის პირველი ჩიხის გზის ბეტონის საფარით მოწყობა. გელათის მე-4 შესახვევის გზის ბეტონის საფარით მოწყობა. ტყიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთის, ლესელიძის მე-2 შესახვევის, გელათის ქუჩაზე დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის და მწვანე ყვავილას №186, 188, 190, 192, 194, 196 ნომრებთან გზის ბეტონის საფარით მოწყობა.

ასევე, დასრულდა ახალგაზრდობის მე-6 და მე-7 შესახვევების, ზვიად გამსახურდიას მესამე ჩიხის გზის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად, თაბუკაშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტის, ასლანიკაშვილის პირველი შესახვევის, ლესელიძის 1ა ჩიხის და ე. გაბაშვილის ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობა,“ - ნათქვამია ქუთაისის მერიის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო