აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე KFW-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე KFW-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თორნიკე რიჟვაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორ ოლაფ ციმელკასთან, ასევე რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსთან მარიონ კრეშთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებებთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს, რისთვისაც თორნიკე რიჟვაძემ მათ მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა როგორც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სამომავლო გეგმები განიხილეს. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის დროს, KfW-მ საქართველოს მთავრობასთან ხელი მოეწერა 40 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის ხელშეკრულებას (სუბსიდია 3 მილიონი ევროს ოდენობით), რომლითაც უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას მაღალმთიანი აჭარის განვითარების საქმეში. რიჟვაძის თქმით, ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს