მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულების სხდომა ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 4 პირის სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდა. სავარაუდოდ, დღეს უნდა დაიკითხონ თავად ბრალდებული პირები.

დღევანდელ სხდომას ესწრებიან ბრალდებულები თენგიზ და ლუკა კალანდიები.

სხდომის დაწყებამდე თენგიზ კალანდიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 5 პირია პასუხისგებაში მიცემული- თენგიზ, ლუკა და მიხეილ კალანდიები, ასევე გიორგი შაბურიშვილი და ზაქარია წინწკალაძე. თუმცა, მიხეილ კალანდიას საქმის სასამართლო განხილვა ცალკე მიმდინარეობს, ვინაიდან ბრალის წარდგენის მომენტში ის არასრულწლოვანი იყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს