პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულებთან დაკავშირებით, რომლებმაც ცხედარი მდინარეში გადააგდეს, ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობაში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ტ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 31 დეკემბერს, ნ.ტ. და რ.გ. შეშის დამზადების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე ანჯელის ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ცხენით მოძრავი ი.კ. შეხვდათ. ნ.ტ.-მ წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, განზრახ მოკვლის მიზნით ი.კ.-ს სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად ი.კ. ცხენიდან ჩამოვარდა, რის შემდეგაც ნ.ტ.-მ მას თავის არეში ესროლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნ.ტ. და რ.გ.-მ ი.კ. „ბრეზენტის“ ქსოვილში გაახვიეს, ნ.ტ.-ს საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდინარე რიონში გადააგდეს. ჩატარებული აქტიური სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად ი.კ.-ს გვამი ვერ იქნა აღმოჩენილი.

სამართალდამცველებმა ნ.ტ. და რ.გ. 2018 წლის 11 იანვარს დააკავეს. ნ.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), ხოლო რ.გ.-ს 375-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად) წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ნ.ტ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო რ.გ.-სთან, გამოძიებასთან მაღალი ხარისხის თანამშრომლობის გათვალისწინებით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით“, – ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა