საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს

საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძესა და უმცირესობის წევრებს შორის კამათი ფაქტობრივად მთელი სხდომაა გრძელდება.

კამათის მიზეზი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული საკითხები, ყოფილი მინისტრების პროკურატურაში დაბარება და მასწავლებელთა ხელფასები და კიდევ სხვა რამდენიმე საკითხი გახდა.

„ომეგა ჯგუფზე“ საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ოპოზიციის კითხვის პასუხად განაცხადა, “ომეგა ჯგუფის“ მიერ მიმდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია ის, რომ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით მასთან გრაფიკის გაკეთება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება თავად 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.

„2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 4,5%-ით, მშპ-ის დეფლატორი დაგეგმილია 3,5%-ის ფარგლებში. 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა იქნება 45.1 მლრდ ლარი. 2019 წლის საგადასახადო შემოსავლები, ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 12 611.6 მლნ ლარით. საგადასახადო შემოსავლები - 9 565.0 მლნ ლარით; გრანტები - 266.7 მლნ ლარით; სხვა შემოსავლები 450.0 მლნ ლარით. არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა - 60.0 მლნ ლარის ოდენობით; ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი 110.0 მლნ ლარით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის დაფარვისთვის გათვალისწინებულია 930,0 მლნ ლარი, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 1 230,0 მლნ ლარს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები - 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 1 365.0 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 279.1 მლნ ლარს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა