რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - 2019 წლისთვის სამინისტროს ბიუჯეტი 1 965 000 000 ლარი იქნება

წლევანდელ წელთან შედარებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 150 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენილი პირველადი პროექტის მიხედვით 1 965 000 000 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ დღეს პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა განაცხადა.

მზია გიორგობიანის განცხადებით, ამ თანხის 70% განსაზღვრულია გზების მშენებლობისათვის - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 44%-ია გათვალისწინებული, ხოლო 26% მოხმარდება სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მეორადი გზებისა და შიდა გზების მოწყობას ითვალისწინებს.

„დარჩენილი 30%-დან დაახლოებით 11% ეს არის წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის, რომელიც წლევანდელ დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში დაახლოებით 2%-ით იზრდება. გარდა ამისა, რეგიონული განვითარების თვალსაზრისით სხვადასხვა პროექტების განხორციელება იგეგმება სხვადასხვა რეგიონში, რომელიც გულისხმობს როგორც წყლმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ასევე ადგილზე კულტურულ-ტურისტული ადგილების მოწყობას თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ სამინისტრო სხვადასხვა რეგიონის პროგრამული განვითარების მიმართულებით მუშაობს, რაც ადგილზე დამატებითი შემოსავლის მოტანის მიზნით, ეკონომიკურ სარგებელზე გათვლილი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა