ქობულეთელების ნაწილის ინფორმაციით, კერძო სტომატოლოგიურმა კლინიკამ კბილები ამოუღო, ახალი კი აღარ ჩაუსვა

50-მდე ქობულეთელი ერთ-ერთ ადგილობრივ სტომატოლოგიურ კლინიკას მოტყუებაში ადანაშაულებს.

როგორც ისინი აცხადებენ, კლინიკა დაპირდა, რომ კბილებს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაუკეთებდა, რასთან დაკავშირებითაც მათთან ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ „სინამდვილეში ხელი საბანკო ხელშეკრულებას მოაწერეს, რომლითაც თითოეულმა მათგანმა ბანკიდან დაახლოებით 3 ათასამდე ლარის ოდენობის კრედიტი აიღო“.

დაზარალებულებმა დღეს ბათუმში, იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს და მომხდარის დროული გამოძიება მოითხოვეს.

„ამ კლინიკის ექიმმა, ზაზა ღოღობერიძემ გვითხრა, რომ გაგვიფორმებდა ხელშეკრულებებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, თაღლითურად, ხელი მოგვაწერინეს საბუთზე, რომლითაც არ ვიცოდით ისე, ბანკიდან აგვიღია 2800 ლარიდან 3 000 ლარამდე სესხი. დაგვრჩა ეს კრედიტები, კბილები არ გაგვიკეთეს. გამოძიება ჭიანურდება. როგორც ამბობენ, ზაზა ღოღობერიძის ოჯახის წევრი, და აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობს,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო