ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, იანვარში რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაბრუნდება

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ იანვარში რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაბრუნდება. ამის შესახებ მან სტრასბურგში, ასამბლეის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან შეახსენა დეპუტატებს, რომ რუსეთმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა იანვარში უნდა განაახლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ასამბლეის მიღმა მთელი წლის განმავლობაში დარჩება.

„თუ წევრი ქვეყანა საკუთარი უფლებამოსილებების შესახებ განაცხადს იანვარში არ გააკეთებს, ის მთელი წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიღმა იქნება. რუსეთის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ იანვარში არ დაბრუნდებიან“, - განაცხადა იაგლანდმა და აღნიშნა, რომ რუსული მხარის ასეთ პოზიციას პირადად ის არ ეთანხმება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა