საფრანგეთის ელჩი „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით - ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუფთა ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდეს,  რომელმაც მოიშორა კორუფცია

ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუფთა ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მენიემ აღნიშნა, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს შორის დისკურსი მძიმეა და ზოგჯერ ერთმანეთისთვის წაყენებული ბრალდებების დონე სამართლიანი არ არის.

„ჩვენ ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუფთა ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდეს, რომელმაც მოიშორა კორუფცია. ამავდროულად ახლა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და დისკურსი ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს შორის მძიმეა. ზოგჯერ ერთმანეთისთვის წაყენებული ბრალდებების დონე არ არის სამართლიანი. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდება და დასრულებული იქნება, ვინაიდან ზოგჯერ გამოძიება დიდ ხანს გრძელდება ყოველგვარი დასკვნის გაკეთების გარეშე და ასე მართლმსაჯულება არ უნდა ხორციელდებოდეს“, - განაცხადა პასკალ მენიემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო