„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები და კოორდინატორები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ

პარტია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, კოორდინატორები და ზონის უფროსები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ და „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან გიგი უგულავასთან ერთად, გურიაში, ლანჩხუთში დღეს ერთობლივი ბრიფინგიც ჩაატარეს.

„სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ამ და უამრავი ადამიანისთვის აღმოჩნდა სირცხვილი. ზურაბიშვილი არის წითელი ხაზი, რომელიც „ოცნებამ“ გადაკვეთა, უამრავი ადამიანი ძალიან ჯანსაღად უყურებს ამ პროცესს და მათ დატოვეს „ქართული ოცნება”. მე მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს: ნუ გავიხდით სამომავლოდ საქმეს ისე, რომ საკუთარ სინდისთან გასამართლებელი გვქონდეს გადაწყვეტილება. ეს არის ნამუსთან კომპრომისზე წასვლა, ეს არის ყველა იმ ეროვნული ინტერესის ფეხქვეშ გათელვა, რომლითაც საქართველო მოსულია დამოუკიდებელ ქვეყნად. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის „არა სალომე ზურაბიშვილს”, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს