გიორგი კაკაურიძე - ეროვნული ბანკი სესხის აღებასთან დაკავშირებული რეგულაციების დაკორექტირებაზე ბანკებთან ერთად მუშაობს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი სესხის აღებასთან დაკავშირებული რეგულაციების დაკორექტირებაზე ბანკებთან ერთად მუშაობს.

ამასთან, როგორც კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა, აღნიშნულ რეგულაციებს ქვეყნის ეკონომიკაზე გრძელვადიანად აუცილებლად დადებითი გავლენა ექნება. მისივე თქმით, 2018-2019 წლებში 0.2% შეიძლება იყოს ის უარყოფითი გავლენა, რაც რეგულაციებმა შეიძლება მოიტანოს.

“აუცილებლია არსებობდეს გარკვეული რეგულაცია იმასთან დაკავშირებით, შემოსავლის რა მოცულობაზე მეტი არ უნდა გქონდეს გადასახდელი. ისევე როგორც სახელწიფოებს აქვს გარკვეული რეგულაცია - თუ გინდა, რომ რეიტინგში რაღაც დონეზე მიხვიდე, სახელმწიფო ვალის მომსახურებაში შემოსავლების 5%-ზე მეტს არ უნდა იხდიდეს. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არის რეგულაცია, რაზე მეტი არ უნდა გქონდეს შემოსავლიდან მომსახურება. ის, რაც გამოქვეყნებულია, შეიძლება დაკორექტირდეს და დამუშავდეს. ამაზე ეროვნული ბანკი ბანკენთან მუშაობს, თუმცა გარკვეული რეგულაცია უნდა არსებობდეს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა