თამარ ტალიაშვილი - ევროპის კავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა - თამარ ტალიაშვილმა ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან ერთად, ბრიუსელში გამართულ ევროპის ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებების კოალიციის 10 წლის საიუბილეო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 (SDG) მიღწევისა და ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას გაუსვა ხაზი. მან ასევე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისა და ფუნქციების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,ასეთი მაღალი რანგის ევროპულ სამიტზე საქართველოს ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა დასტურია იმისა, რომ ევროპის კავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს“,- აღნიშნა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა ევროსაბჭოს ქვეყნების წარმომადგენლებს, თბილისის მაგალითზე, ადგილობრივი საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გააცნო და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) და მერების შეთანხმების ფარგლებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ განხორცილებული წარმატებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

მანვე საქართველოს მიერ SDG -სა და დეცენტრალიზაციის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებს შორის დიალოგის ხელშეწყობასთან ერთად ათეა კოორდინაციას უწევს მათ, როგორც ცენტრალურ და რეგიონალურ, ასევე ევროპულ და გლობალურ სტრუქტურებთან.

კონფერენციის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეცენტრალიზებული თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს და ერთმანეთს საკუთარ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გამოცდილება გაუზიარეს.

დავით მელუამ აღნიშნული თემატიკის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების ორგანოების იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რომლებიც მათ ევროკომისიის ახალი პოლიტიკის შესაბამისობასთან დაკავშირებით გააჩნიათ.

ქალაქ ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) ევროპის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ევროკომისიის ერთობლივი საკონსულტაციო პლატფორმის (PLATFORMA) 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაში, რომელიც ბელგიის სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმში გაიმართა, ქართული მხრიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ნინო თვალთვაძე, ასევე ევროპის კავშირის ქვეყნებიდან, აღმოსავლეთ და სამხრეთ პარტნიორობის რეგიონებიდან წარმოდგენილი ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები საიუბილეო კონფერენციაზე ევროპის ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებების კოალიციისა („პლატფორმა“ - PLATFORMA) და ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მოწვევით იმყოფებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა