უკრაინის წარმომადგენელი ევროპის საბჭოში - რუსეთი მძიმედ განიცდის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დამარცხებას, თუმცა უნდა აიძულონ  ვალდებულებები შეასრულოს

უკრაინის წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ რუსეთი მძიმედ განიცდის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თავის დამარცხებას, თუმცა რუსეთი უნდა აიძულონ თავისი ვალდებულებები შეასრულოს.

„რუსეთი ძალიან მძიმედ განიცდის თავის დამარცხებას და უკვე დაიბნა თავისი მუქარებით: ხან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გამოდის, ხან - ევროპის საბჭოდან. გამოსვლა ტრაგედია არ არის. ჩვენი მიზანი უცვლელია: ვაიძულოთ რუსეთი შეასრულოს თავისი ვალდებულებები ევროპის საბჭოში და იმ გადაწყვეტილებების მოთხოვნები, რომელიც მიღებული იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ“, - განაცხადა დიმიტრი კულებამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა დღეს განაცხადა, რომ იანვარში რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაბრუნდება. მან შეახსენა დეპუტატებს, რომ რუსეთმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა იანვარში უნდა განაახლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ასამბლეის მიღმა მთელი წლის განმავლობაში დარჩება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა