ზურაბ ჭიაბერაშვილი - ცალკეული ადამიანების პირად ინტერესებზე არის დამოკიდებული, კონკრეტულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს გაეზრდება თუ არა ხელფასი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ცალკეული ადამიანების პირად ინტერესებზეა დამოკიდებული კონკრეტულ სექტორში დასაქმებულ პირებს გაეზრდება თუ არა ხელფასი.

სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ჭიაბერაშვილი მომავალი წლიდან პოლიციელებისთვის ხელფასის 250 ლარით გაზრდის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ შარშან გეუბნებოდით, რომ პოლიციელთა ხელფასი გასაზრდელი იყო. მივესალმებით, რომ 2019 წლის ბიუჯეტით პოლიციელთა ხელფასი იზრდება, მაგრამ ეს რატომ ხდება?! მთავრობაში ფიქრობენ, რომ იქნებ გიორგი გახარიას რეიტინგს “ჩამოეკიდონ“. არ ვიცი, რა რეიტინგი შეიძლება ჰქონდეს ასეთ წარუმატებელ მინისტრს. გახარიამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან კორუფციულ სქემებს ალაგებდა, თქვა, რომ სჭირდება პოლიციის სისტემაში ავტორიტეტი აიმაღლოს და პოლიციელებს ხელფასი გაუზარდოს. შესაბამისად არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. ცალკეული ადამიანების პირად ინტერესებზე არის დამოკიდებული კონკრეტულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს გაეზრდება თუ არა ხელფასი“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უმცირესობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძესთან შეხვედრისას, სადაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

ამასთან, ჭიაბერაშვილმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიუჯეტში კვლავ რჩება რიგი გაუმართლებელი პროგრამა, რომელზეც ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევა არ უნდა ხდებოდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო