ვლადიმერ პუტინი - საგარეო პოლიტიკაში რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს იცავს

საგარეო პოლიტიკაში რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს იცავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უცხო ქვეყნების ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მთავარ ეროვნულ ინტერესს ქვეყნის განვითარებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება წარმოადგენს.

„რუსეთი მშვიდობისმოყვარული პოლიტიკის მომხრეა და თანმიმდევრულად ატარებს საპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკურ კურსს. რუსეთი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, იცავს ორგანიზაციის წესდებაში გაწერილ ძირითად პრინციპებს - ქვეყნების სუვერენიტეტს და თანასწორობას, მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობას“, - განაცხადა პუტინმა.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ პუტინი - საგარეო პოლიტიკაში რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს იცავს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო