დავით ბაქრაძე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან განიხილავს

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან განიხილავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დავით ბაქრაძე დღეს ბერძენ დეპუტატს, საბერძნეთის პარტია ახალი დემოკრატების ემიგრაციის საკითხებში ჩრდილოვან მინისტრს მილტადის ვარვიოციოტისს შეხვდა. „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ქართველების ლეგალურ დასაქმებაზე ლიტველ დეპუტატს, ემანუელ ზინგერისსაც ესაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთში მყოფი ქართველების ლეგალურად დასაქმების საკითხი არამხოლოდ ევროკავშირთან და ევროპარლამენტთან, არამედ ცალკეულ ევროპულ ქვეყნებთანაც განვიხილოთ. ამ მხრივ ევროსაბჭო ნამდვილად უნიკალური ფორმატია, სადაც დღეს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელ პარლამენტართან დისკუსია გვქონდა. ყველა მათგანის მხრიდან დაპირება იყო, რომ მზად იქნებიან როგორც ევროკავშირის ფორმატში, ასევე ორმხრივ ფორმატში ქვეყნებს შორის ურთიერთობაში გაითვალისწინონ ქართველების ლეგალური დასაქმების საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დეპუტატები წარმოადგენდნენ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად: საბერძნეთი და პოლონეთი, ორი ქვეყანა, სადაც დღეს არალეგალად ძალიან ბევრი ქართველია. ძალიან ბევრ ქართველს უჭირს და იქიდან არჩენს ოჯახს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ბრიუსელში, არამედ ასე ორმხრივად ქვეყნებთანაც, პარლამენტებთანაც ვიმუშაოთ და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ უცხოეთში მყოფ ქართველებს კანონიერი დასაქმების საშუალება ჰქონდეთ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს