კრწანისში ერთ-ერთ სკვერს თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელი მიენიჭა

კრწანისის ქუჩაზე, ერთ-ერთ სკვერს თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელი მიენიჭა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სკვერში დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, ასევე დიპლომატიური კორპუსის და გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, სკვერში თემატური აბრაც განთავსდა, სადაც თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელები და თბილისიდან კონკრეტულ ქალაქამდე მანძილებია ასახული.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მხრივ, თბილისთან დაძმობილებული ქალაქების საპატივცემულოდ სკვერის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თბილისს კიდევ არაერთი დაძმობილებული ქალაქი ეყოლება.

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით კი, თბილისში დღეს პირველად გაიხსნა აბრა, სადაც წარმოდგენილია იმ ქალაქების დასახელებები, რომლებიც თბილისთან დაძმობილებული არიან. მისივე თქმით, გაჩნდა იდეა, რომ სკვერი თემატურად, ქალაქების სიმბოლიკით მოეწყოს.

„თბილისს 20 დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. დაძმობილებულ ქალაქთა ქსელი საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერ სფეროში გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. დაძმობილების ხელშეკრულებით ქალაქები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, გაცვლიან დელეგაციებს და ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე მხარს დაუჭერენ ერთმანეთს“, - ნათქვამია საკრებულოს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა