ლევან დავითაშვილი USAID-ის დირექტორს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორს, პეტერ ვიბლერს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს აგრარული დარგის განვითარებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში, აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტებზე. ამასთან, ლევან დავითაშვილმა ყურადღება ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ პროექტების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობაზე გაამახვილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კოოპერაციული მეურნეობების განვითარებისა და სატყეო სექტორში გატარებული რეფორმის საკითხებს, ასევე, ნარჩენებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე პეტერ ვიბლერმა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებს წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ USAID-ი მომავალში კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძეც ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა