ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან გადადგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობას სოსო რამიშვილი შეასრულებს, რომელიც ლევან გამყრელიძის მოადგილედ მუშაობდა.

ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის 9 ივნისს დაინიშნა. მანამდე მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2014-2015 წლებში კი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მანამდე ლევან გამყრელიძე 2013-2014 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.