საბურთალოს რაიონში 72 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, 72 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 944 097 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტაშკენტის ქუჩა N31-ში ბრტყელი სახურავისა და ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა. ლიფტი ასევე, შეკეთდა გაზაფხულის ქუჩა N13, ხვიჩიას ქუჩა N12, საირმის ქუჩა N2 კორპუსში, ცინცაძის ქუჩა N7 და ბუდაპეშტის ქუჩა N6-ში. ლიფტების რეაბილიტაცია სულ 13 მისამართზე განხორციელდა. საირმის ქუჩა N2-ში სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოებიც დასრულდა. ამ ეტაპზე, სადარბაზო შვიდ მისამართზე გარემონტდა.

დიდ დიღომში, პეტრიწის N4 ა-სა და მე-3 მიკრორაიონის N5 კორპუსის ბრტყელი სახურავი შეკეთდა. ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია კი, იოსებიძის ქუჩა N60-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში დასრულდა.

საბურთალოს რაიონში, სახურავები სულ 30 მისამართზე შეკეთდა. კორპუსების სართულშუა ნაპრალების სპეციალური მასალით ამოვსების სამუშაოები ექვს მისამართზე შესრულდა, მათ შორისაა, გოთუას ქუჩა N22.

სამუშაოების ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 16 მისამართზე განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო