ადვოკატი - ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლი არის თანამედროვე დიზაინის, ღია, ნათელი და კომფორტული

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლზე მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფარცხალაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციები ვრცელდება. როგორც ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, საცხოვრებელი სახლი დაპროექტებულია იმ პირის მიერ, ვისგანაც უძრავი ქონება ფარცხალაძემ შეიძინა. ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ფარცხალაძემ ქონება არა იოსებ დოლიძისგან არამედ დავით მამულაიშვილისგან შეიძინა და სამჯერ უფრო მეტი თანხა გადაიხადა, ვიდრე მამულაიშვილმა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ღია ვართ საზოგადოებისთვის და მედიისთვის, მიზანშეწონილად ვთვლით წარმოგიდგინოთ დოკუმენტალურად დადასტურებული ის მტკიცებულებები, რაც ფარდას ახდის და გამოააშკარავებს იმ ცილისმწამებლურ გარემოებებს, რაც ვრცელდება ოთარ ფარცხალაძის მიმართ. წყნეთში ე.წ. კაკლების მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები ოთარ ფარცხალაძემ შეიძინა დავით მამულაიშვილისგან. მამულაიშვილმა კი ეს მიწები შეიძინა იოსებ დოლიძისგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მიწის შეძენის შემდეგ დავით მამულაიშვილმა დაიწყო გარკვეული სამუშაოები, აყავს არქიტექტორი და აშენებს სახლს. ერთი წლის თავზე უკვე დავით მამულაიშვილისგან ყიდულობს ფარცხალაძე უძრავ ქონებას და ის რეალიზაციას ახდენს სამჯერ უფრო ძვირად, ვიდრე დაუჯდა მიწის ნაკვეთების შეძენა. საცხოვრებელი სახლის პროექტირება განხორციელებულია დავით მამულაიშვილის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი საკმაოდ კარგი და საინტერესოა. მონაყოლი ამბავი, ვითომდა აღნიშნული საცხოვრებელი ბინა არის არასწორი, ფანჯრები რომ არ აქვს და ა.შ. რეალურად არის სიცრუე. საცხოვრებელი სახლი არის თანამედროვე დიზაინის, ღია, ნათელი კომფორტული“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, არავითარი კავშირი ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმესა და ფარცხალაძის მიერ უძრავი ქონების შეძენას შორის არ არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა