რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქვეყნის რეგიონების გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ქვეყნის რეგიონების გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

სამუშაო შეხვედრას, რომელსაც ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა, ყველა რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, ეკონომიკის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და სემეკის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გუბერნატორებს, თვითმმართველობებსა და სხვადასხვა სამინისტროს შორის მაკოორდინირებელ როლს ასრულებს. დღევანდელი შეხვედრაც ამ ფორმატში გაიმართა.

„გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა ობიექტის არსებული სტატუსისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში სამუშაო დასრულებულია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით, არ ხდება გაზის მიწოდება, მაგალითად - ლიცენზირების საკითხი სემეკში ან ქონების გადაცემის საკითხი ეკონომიკის სამინისტროში გადის შესაბამის პროცედურებს. ჩვენი ჩართულობითა და ამ უწყებების კოორდინაციით მივაღწიეთ იმას, რომ ეს პროცესები და შესაბამისად, ბევრი სოფლისთვის გაზის მიწოდება დაჩქარდება“ , - განაცხადა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

დღესვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მელიორაციის საკითხებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს, გუბერნატორებს ამ მიმართულებით, რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო