ზაქარია ქუცნაშვილი - სრულიად ნულოვანი მგონია ოთარ ფარცხალაძის გავლენები მთავრობასა და პარლამენტზე

ჯერ არ მინახავს არც პარლამენტის და არც მთავრობის წევრი, რომელსაც შემოეჩივლა, რომ რაღაც საკითხის მოგვარებაში მას ოთარ ფარცხალაძის და მისი არაფორმალური კავშირების გამოყენება დასჭირდა - ასეთი არც ერთი შემთხვევის შესახებ არც საჯაროდ და არც კულუარულად არ მსმენია, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კითხვას, თუ რამდენად საფუძვლიანია ინფორმაცია, საგამოძიებო ორგანოებსა და ბიზნეს წრეებზე ყოფილი მთავარი პროკურორის გავლენების შესახებ.

“სრულიად უსაფუძვლოა ამ პიროვნების გავლენები საქართველოს პარლამენტზე. სრულიად უსაფუძველო მგონი მისი გავლენები მედიაზე, რადგან რასაც მე ვუყურებ, ის სულ დარტყმის ქვეშ არის და არა პირიქით. სრულიად ნულოვანი მგონია მისი გავლენები მთავრობაზე. მთავრობის ბევრ წევრთან ვმეგობრობ და არავისგან გამიგია ფრაზა: ეს კაცი მოგვაშორეთ, ეს კაცი ხელს გვიშლის, ერევა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ცნობილ ინციდენტებს, რომელიც “ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებში მისი სახელის ხსენებას და ასევე, ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეს შეეხება, ამ შემთხვევაში, საუბარი უნდა იყოს გამოძიებაზე - ორივე შემთხვევაში გამოძიებამ და სასამართლომ უნდა დაადგინოს სიმართლე“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა