სასტუმრო „რუმსში“ GIPA-ს დასაქმების ფორუმი გაიმართა

სასტუმრო Rooms-ში GIPA-ს დასაქმების ფორუმი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ GIPA-დან აცნობეს, აღნიშნულ ფორუმზე სტუდენტები და კურსდამთავრებულები სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ვაკანსიებს გაეცნენ, დამსაქმებელს პირადად გაესაუბრნენ და კარიერული რეკომენდაციები მიიღეს.

„სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ აკადემიური ტექსტის სახეობების წერის სპეციფიკაზეც მიეღოთ რეკომენდაციები. მათ GIPA-ს წერის სტრატეგიების ლექტორს წარუდგინეს რეზიუმე და სამოტივაციო წერილები, მიიღეს ინდივიდუალური უკუკავშირი და რჩევები.

ფორმუმზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ორგანიზაციები: აჭარა ჯგუფი, IDFI, USAID, სილქნეტი, სამედიცინო კორპორაცია ევექსი, ACT, ჯეპრა, საქართველოს ფოსტა, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ბანკი, VTB ბანკი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, დიპლომატ ჯორჯია, ვისოლ ჯგუფი, PSP ფარმა, ტერა ბანკი, რომპეტროლი, ჯიპიაი ჰოლდინგი, GWP - ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ბიბლუსი, კარფური, არქი ჯგუფი, გუდვილი, პალიტრა, რადიო ფორტუნა, ნატახტარი, ორი ნაბიჯი, ნიკორა, Evolution Gaming Georgia, Global Beer Georgia, ოცნების სამყარო, პეპსიკო, კრისტალი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა