დღეიდან  ბორჯომის ტყეში,  ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე ხეების დარგვის სამუშაოები იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დღეიდან ბორჯომის ხეობაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე დარგვის სამუშაოებს იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი 4000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება. ტყის აღდგენის სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ტყის აღდგენა 144 ჰექტარზე მოხდება და, დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება. დარგვის პროცესი მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს