სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახშირებულ ძალადობაზე და ძალადობისკენ მოწოდებაზე საუბრობს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გახშირებულ ძალადობაზე და ძალადობისკენ მოწოდებაზე საუბრობს.

ზურაბიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და მის ოპონენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ყველა უნდა დაელოდოს არჩევნების შედეგებს. მან აღნიშნულ კონტექსტში საუბრისას მედიაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები საზოგადოებას არ აწვდიან მის სათქმელს და ყურადღებას 4-5 კაციან აქციებს უთმობენ.

„პრაქტიკულად ყველა ჩემს გამოსვლასზე იყო 4-5 ოპონენტი, თუმცა მედიაში ამბობენ, თითქოს ძალიან დიდი საპროტესტო აქციები მომიწყვეს. ხდება დამახინჯება იმ შეხვედრების, რომელიც ტარდება სრულიად მშვიდობიანად. რასაც მე ვუზიარებ მედიას, ეს არ გადის და გადის მხოლოდ და მხოლოდ აქცია. ამას ემატება ზოგი მნიშვნელოვანი ადამიანის, მაგალითად „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებები, რომელიც ყველა ჩემს მხარდამჭერს ემუქრებოდა. ამას მოჰყვა „ტვ პირველზე“ გამოსვლა, სადაც გვემუქრებიან და იგივე „ტვ პირველის“ გამოსვლის შემდეგ, თვით ამ არხის ვებგვერდზე გამოდის და ამბობს, ამას ხომ უნდა გამოჭრან ყელი და ჩაძაღლდებაო. ეს არის ამ სიძულვილის შედეგი, რომელიც მიუღებელია. მინდა ყველას მოვუწოდო მშვიდობისკენ, დაწყნარებისკენ., დაპირისპირება არ ღირს, ჩავატაროთ არჩევნები და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა