მთავარ პროკურატურას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  თემაზე ტაჯიკეთის და ბელარუსის დელეგაცია ეწვია

თბილისი. 11 ოქტომბერი. “ინტერპრესნიუსი“ - საქართველოს მთავარ პროკურატურას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში საქართველოს გამოცდილების გაცნობის მიზნით, ტაჯიკეთის და ბელარუსის დელეგაცია ეწვია.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც ტაჯიკეთის იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამმართველოს ხელმძღვანელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ბელარუსის კანონმდებლობის და სამართლებრივი კვლევების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე, მინსკის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ეუთოს ადგილობრივი ოფისების წარმომადგენლები შედიან, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მიღწეული შედეგები, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, ზოგადი სტატისტიკური მონაცემები, პროკურორების სპეციალიზაცია და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები განიხილეს და საქართველოს არასრულწლოვანთა ახალი მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებასა და ამოქმედების გამოცდილებაზე გაამახვილეს ყურადღება. დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს და ურთიერთგამოცდილების გაცვლის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო