"ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით, დამწყები რეგიონული ჟურნალისტებისთვის ვორქშოპები ტარდება

“ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ჭიათურის დამწყები ჟურნალისტებისთვის ვორქშოპების ციკლი ტარდება. საპილოტე პროექტს ქუთაისის რეგიონული წამყვანი ტელევიზიებიდან მოწვეული სპეციალისტები წარუძღვებიან. პროექტის პარტნიორი ტელეკომპანია „იმერვიზიაა“ და დამწყები ჟურნალისტებისთვის ვორქშოპებს სწორედ აღნიშნული მედიასაშუალება მასპინძლობს.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ჟურნალისტიკის პრინციპებს და ამ პროფესიისთვის საჭირო უნარებს დაეუფლებიან. ისინი პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე სწავლობენ ინფორმაციის წყაროებთან მუშაობის სპეციფიკას, ასევე „ნიუსის“ სტრუქტურის აწყობას, რეპორტაჟის მომზადებას, მის გაშუქებას სატელევიზიო და სოციალურ მედიაში და სხვა.

„რაც შეეხება აუდიტორიას, პროექტში 17-დან 20 წლის ასაკის დამწყები ჟურნალისტები არიან ჩართულები. ვორქშოპების თემატიკა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. კურსის მიზანი რეგიონული მედიის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ტელეჟურნალისტიკის მიმართულებით პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარებაა. პროექტის ფარგლებში, “ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, უკვე სამი ვორქშოპი ჩატარდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს