დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯორჯ კენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ისსახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯორჯ კენტთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ბოლო პერიოდში უმაღლეს და მაღალ დონეზე კომუნიკაციის ინტენსიფიკაციას. საუბარი ასევე შეეხო აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის დინამიკას, ასევე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართონ ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას და აშშ-ის განსაკუთრებულ როლს და ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს USAID-ის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების საქმეში გაწეული დახმარებისათვის. განსაკუთრებით აღინიშნა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი ინდიკატორების მაღალი შეფასება.

აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგში, ეს გახლავთ ჯორჯ კენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ კენტი შეხვედრებს მართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს