ნაძალადევის რაიონში კომპლექსური სპორტული ცენტრი გაიხსნება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში ახალ სპორტულ ცენტრს გახსნის. მერიის ინფორმაციით, 3247 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ცენტრი სრული დატვირთვის შემთხვევაში 1000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება.

ნაძალადევის სპორტული კომპლექსი მოიცავს:ჭიდაობის დარბაზს; კრივის რინგს; 2 საცურაო აუზს (დიდი - 25 მ. პატარა - 15 მ); ფიტნეს-დარბაზს; გასახდელებს და სველ წერტილებს; კაფეს და სპორტულ მაღაზიას.

ცენტრში იფუნქციონირებს ცურვის, წყალბურთის, ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, აღმოსავლური ორთაბრძოლისა და ფიტნესის სექციები.

სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა