გიორგი გახარიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს სამინისტროში „სისტემური განახლების“ ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ჯორჯ კენტმა, ასევე, ისაუბრეს სახმელეთო საზღვრისა და სანაპირო დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობის საკითხებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს სამინისტროში „სისტემური განახლების“ ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

გიორგი გახარიამ ჯორჯ კენტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა