მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს დაზარალებულთა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა განუცხადა, აქციის მონაწილეები აპირებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ. მისი თქმით, დაზარალებული მოვაჭრეები, ფაქტობრივად, ორი წელია პროკურატურისგან დამნაშავის გამოვლენასა და მის დაკავებას ითხოვენ. ადვოკატის თქმით, დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის გაჩენაში მონაწილე პირებს ხელისუფლება და პროკურატურა ხელს აფარებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები „ბავშვთა სამყაროს" დირექციისგან ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

„საქართველოში გვყავს მატყუარა და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი პროკურატურა. იმის ნაცვლად, რომ დააკავონ დამნაშავეები და ის, ვინც ამ ოჯახების გენოციდი შეუკვეთა, გადაწვა „ბავშვთა სამყარო“, გვესმის, რომ ეს ადამიანები ზიანის ანაზღაურებას პროკურატუტისგან ითხოვენ. ასე არ არის, პროკურატურა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ეს ადამიანები დამნაშავის დასჯას და გამოვლენას ითხოვენ. ხელისუფლება და პროკურატურა ხელს აფარებენ დამნაშავეებს და არ იჭერენ. დღეს, ეს ხალხი ამბობს, რომ ბენზინი უნდა გადაისხან და თავი უნდა დაიწვან. პროკურატურა და ხელისუფლება დუმს და არაფერს აკეთებენ. დღევანდელი პროკურორი შალვა თადუმაძე როდესაც კანცელარიაში ადმინისტრაციის უფროსი იყო, ეს ხალხი კანცელარიასთან წვიმასა და თოვლში იდგა, მაშინ ერთხელაც არ ჩამოსულა თადუმაძე ამათთან. დღეს აცხადებს, რომ თითქოს, მან საქმის ვითარება არ იცის. ეს არის უნამუსო განცხადება. მან ყველაფერი კარგად იცის. კეთილი ინებოს, გამოვიდეს და საჯაროდ ამ ხალხთან ერთად პირობა დადოს, რომ უსწრაფესად დაისჯება დამნაშავე", - განაცხადა სიხუაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო