გიორგი ბარამიძე - სუს-ს ერთი ჯაშუშიც კი არ ჰყავს გაუვნებელყოფილებული, რას აკეთებს მისი 4-ათასი თანამშრომელი, გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრებს დასდევს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთი ჯაშუშიც კი არ ჰყავს გაუვნებელყოფილებული - რას აკეთებს სუს-ის 4-ათასი თანამშრომელი, გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დასდევს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტში, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

ბარამიძე დაინტერსდა, თუ რა მიზანს ემსახურება 2019 წლისათვის სუს-ის ბიუჯეტის 10-მილიონიანი ზრდა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაახლოებით 4 ათასი თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი არის მართლა პროფესიონალი, რომელთაც შეუძლიათ რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვან. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელია და ამ ხნის განმავლობაში სუს-ს ოკუპირებულ ქვეყანაში ერთი ჯაშუში არ ჰყავს გაუვნებელყოფილი. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგას და რა უნდა თქვას საქართველოს მთავრობამ, რომ ასეთ ქვეყანაში ერთი ჯაშუშიც არ ფუნციონირებს?! რას აკეთებს სუ-ის 4-ათასი თანამშრომელი? ვიცით რასაც აკეთებს - დასდევენ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ყველა სხვანაირად მოაზროვნეს, ვინც ბიძინა ივანიშვილს გააკრიტიკებს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 134.0 მლნ ლარი. 6,0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250 ლარით ზრდისთვის, ასევე “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონის შესაბამისად, თანხები გათვალისწინებულია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დასაფინანსებლად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება