კახა კალაძე - თუ საჭირო გახდება ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა, გამოძიება მასაც დაკითხავს

თუ საჭირო გახდება ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა, გამოძიება მასაც დაკითხავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ომეგა ჯგუფის" საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის „ომეგა ჯგუფის" საქმის გამოძიების დეტალებს არ იცნობს.

„ამ თემასთან დაკავშირებით ბევრჯერ მომიწია განცხდების გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არსებობს რაიმე საჭიროება, რომ კონკრეტული პირები, კონკრეტული ადამიანები იყოს დაკითხული, გამოძიება დაწყებულია და იმოქმედებს. თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება, თუ საჭიროა ვინმე სხვა კონკრეტული პირის დაკითხვა, დაიკითხება. ჩემი პირადი პოზიცია როგორ უნდა გითხრათ, როგორ უნდა გაგცეთ პასუხი, საერთოდ თემას არ ვიცნობ და საქმის დეტალები არ ვიცი. ამასთან, არც გამომძიებელი ვარ. მე ვარ ქალაქის არჩეული მერი, 51 პროცენტი მივიღე არჩევნებში და ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალეობას",- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის საქმიანობას, როგორც კალაძე აცხადებს, მან არ იცის ყოფილი გენერალური პროკურორი სად მუშაობს.

„ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ფარცხალაძე მერიაში არ მუშაობდა და არ მუშაობს",- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო