ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის საქმეზე, სასამართლოში ფსიქოლოგის თანდასწრებით მის მცირეწლოვან შვილს გამოკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის საქმეზე ფსიქოლოგის თანდასწრებით მის მცირეწლოვან შვილს გამოკითხავენ, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობას შეესწრო.

მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის სასამართლო პროცესზე, დღეს, გარდა მცირეწლოვანი ბავშვისა, ორი ფსიქოლოგი და მოკლული გამრეკელაშვილის დაც გამოიკითხება.

სასამართლოში იმყოფება მოკლული თაკო გამრეკელაშვილის დედა, ნათელა გობაძეც. მას პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა