“საქართველოს პატრიოტების“ ინიციატივით, 2004-2012 წლების გახმაურებული საქმეების დაზარალებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ ინიციატივით, 2004-2012 წლების გახმაურებული საქმეების დაზარალებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე მმართველი გუნდისადმი მიმართვა გაკეთდა, მხარი დაუჭირონ “საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისა და “სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად“ გამოცხადების შესახებ.

პარლამენტში მოწვეულ პირებს ირმა ინაშვილმა რეზოლუციის შინაარსი გააცნო და განაცხადა, დოკუმენტის მიღების მოთხოვნას 300 ათასი მოქალაქე აწერს ხელს.

შეხვედრაში მონაწილეთა შორისაა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს