საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ლაშა დარსალია დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ლაშა დარსალია დაინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალია 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე იკავებდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მას აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება, კერძოდ ის იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელის და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. ლაშა დარსალია 2004-2006 წლებში ასევე მუშაობდა ბრიტანული ორგანიზაციის „ლონდონის საინფორმაციო ცენტრის კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ“ კავკასიის ოფისში სხვადასხვა პოზიციებზე, ხოლო 2002-2004 წლებში ანალიტიკოსად ლონდონის საინფორმაციო ცენტრში.

მათივე ცნობით, ლაშა დარსალიას ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს, ასევე ესსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს

უწყების ინფორმაციით, ლაშა დარსალია უფლებამოსილების შესრულებას 2018 წლის 15 ოქტომბრიდან შეუდგება.

აღნიშნული თანამდებობა მას სემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დავით დონდუა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე დაინიშნა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს