პროკურორი - არასრულწლოვანმა ბავშვმა დეტალურად გადმოსცა, თუ რა ვითარებაში მოკლა ვეფხია ბაქრაძემ  25 წლის თაკო გამრეკელაშვილი

25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში მონაწილეობის მიღებას ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე მოკლულის მცირეწლოვან შვილს სთავაზობდა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა დაადასტურა.

„აღნიშნულის შესახებ დადასტურდა მოწმეთა დაკითხვებით, მათ შორის, ამასთან დაკავშირებით, მცირეწლოვანმაც ისაუბრა", - აცხადებს შაიშმელაშვილი.

მისი განმარტებით, დღეს დაკითხულმა მცირეწლოვანმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი დანაშაული სწორად აღიქვა და სასამართლოსაც სწორი ჩვენება მიაწოდა.

"დაიკითხა არასრულწოვანი, გარდაცვლილის შვილი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ჩადენილ მკვლელობას და დეტალურად გადმოსცა, თუ რა ვითარებაში მოკლა ბრალდებულმა ის. ამავდროულად, დაიკითხა ორი ფსიქოლოგი. ერთი ფსიქოლოგი პირველი გამოკითხვის დროს ესწრებოდა არასრულწლოვანის ჩვენებას, მეორე ფსიქოლოგმა არასრულწლოვანთან ჩადენილი დანაშაულის შემდეგ იმუშავა და შეაფასა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ფსიქოლოგების დასკვნის მიხედვით და მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანმა სწორად აღიქვა მოვლენები და შესაბამისად, სწორად გადმოსცა სასამართლოზე. ორივე ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, როცა თავისი დედის მკვლელობას შეესწრო", - აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

იხილეთ ვიდეო: პროკურორი - არასრულწლოვანმა ბავშვმა დეტალურად გადმოსცა, თუ რა ვითარებაში მოკლა ვეფხია ბაქრაძემ 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა