ჯორჯ კენტი - ვიმედოვნებთ, რომ წინასაარჩევნოდ იქნება დიალოგი თავაზიანობის ფარგლებში და არ მოხდება თავდასხმები საზოგადოებაზე, რომელსაც საკუთარი აზრის გამოხატვა სურს

აშშ-ს სურს, რომ საქართველომ წარმატებით ჩაატაროს არჩევნები, როგორც ეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა განაცხადა.

„ვიზიტის ფარგლებში ვეწვევი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ასევე მხარი დავუჭიროთ მათ წარმატებულ განვითარებას. საქართველოში მე ვხვდები და შევხვდები პოლიტიკურ ლიდერებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა გამოხვატო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს განვითარებისთვის, რომ ის განვითარდეს, როგორც ქვეყანა, რომელსაც ექნება ტერიტორიული მთლიანობა და მტკიცედ აღიარებული საერთაშორისო საზღვრები. ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, რომ საქართველო განვითარდეს, შექმნას საკუთარი დინამიური ეკონომიკა, გააძლიეროს დემოკრატია, რათა მიაღწიოს საკუთარ მიზნებს და გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი წევრი“, - აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

მისივე თქმით, აშშ-ს სურს, რომ საქართველომ წარმატებით ჩაატაროს არჩევნები, როგორც ეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთან, არჩევნებს თან სდევს გარკვეული გამოწვევები და პრობლემები, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში იქნება დიალოგი, ეს დიალოგი დარჩება თავაზიანობის ფარგლებში და არ მოხდება თავდასხმები საზოგადოებაზე, რომელსაც საკუთარი სამოქალაქო უფლებების, კერძოდ კი, საკუთარი აზრის გამოხატვა სურს. ნებისმიერ დემოკრატიაში არის აზრთასხვადასხვაობა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ასე ხდება აშშ-შიც და საქართველოშიც, თუმცა ჯანმრთელ დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის ჯანსაღი ბალანსიც არსებობს“, - განაცხადა ჯორჯ კენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო