ფსიქოლოგი - ბარნოვზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მცირეწლოვანი შვილის  ნალაპარაკები შეიძლება სარწმუნოდ ჩაითვალოს

ბავშვის ფსიქიკური განვითარების დონე არის ისეთი, რომ მას შეუძლია აღიქვას, დაიმახსოვროს და თანმიმდევრულად გადმოსცეს ინფორმაცია. მისი ნალაპარაკები შეიძლება სარწმუნოდ და სანდოდ ჩაითვალოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფსიქოლოგმა ქეთი თავართქილაძემ განუცხადა. ის ბარნოვზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მცირეწლოვანი შვილის სასამართლოში დაკითხვას დაესწრო.

თავართქილაძის განმარტებით, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა თავდაპირველად საკმაოდ მძიმე იყო და ის ფსიქორეაბილიტაციის კურსს ამ დრომდე გადის. "ბავშვის მდგომარეობა იყო მძიმე გაიარა ფსიქორეაბილიტაციის კურსი, რომელიც არ დასრულებულა და საჭიროებს გაგრძელებას. იმედს ვიტოვებ, რომ კარგად იქნება ყველაფერი. მეორე მცირეწლოვანი ასაკის გამო ცოტა უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან მთლად ყველაფერი ვერ აღიქვა. მანაც გაიარა რეაბილიტაციის კურსი და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დასრულდა ეს კურსი და შედეგი დადებითი გვაქვს", - აღნიშნა ფსიქოლოგმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს